დღეს, დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება
დღეს, დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება

დღეს, დღის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები თუ ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, აგრძელებს მუშაობას. ასევე მუშაობას აგრძელებს ადგილზე მიწოდების სერვისები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს მთავრობამ ახალი შეზღუდვის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებიც გამოაქვეყნა.