დღეს ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრების ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტშია, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას უნგრეთთან გამართავს. გამგზავრებამდე „ჯვაროსნებმა“ თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე ივარჯიშეს.
საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში სასტუმროში დაბინავდა და მატჩამდე ერთი დღით ადრე შეხვედრის მასპინძელ „პუშკაშ არენაზე“ ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
უნგრეთის ნაკრების ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ტელკიში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.
უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.