ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ტრანსატლანტიკური კავშირების საკითხს განიხილავენ
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ტრანსატლანტიკური კავშირების საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რა დროსაც დიპლომატები ტრანსატლანტიკური კავშირების საკითხს განიხილავენ.

შეხვედრაში ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას კლიმტის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კერი.

საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ირანის ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების პერსპექტივას. დიპლომატები განიხილავენ დასავლეთ ბალკანეთში არსებულ მდგომარეობასაც და მხარს დაუჭერენ ამ რეგიონის ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლასა და რუსეთის გაზრდილი ზეგავლენის დაძლევაში.

ევროპელი მაღალჩინოსნები ასევე ისაუბრებენ რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ამ კონტექსტში ისინი კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ სოლიდარობას ჩეხეთს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს დასახლება ვრბეტიცეში საბრძოლო მასალების საცავში მოწყობილ აფეთქებაში ადანაშაულებს.

შეხვედრისას დიპლომატები ასევე იმსჯელებენ ავღანეთიდან უცხოელი ჯარისკაცების გასვლის ფონზე, ამ ქვეყენაში უსაფრთხოების კუთხით ვითარების გაუარესებაზე.