დღეს „ბათუმობა 2018“ აღინიშნება  
დღეს „ბათუმობა 2018“ აღინიშნება  

„ბათუმობა 2018“ წელს ევროპის მოედნიდან დაიწყო. ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილების განწყობაზე ადგილობრივი და უცხოელი ბენდები ზრუნავენ. ბათუმს სხვადასხვა ქვეყნიდან დაძმობილებული ქალაქების დელეგაციები სტუმრობენ.

წლევანდელი ბათუმობის მთავარი ლოკაცია ძველი ბათუმი იქნება.

„განსხვავებული იქნება წლევანდელი ბათუმობა, ძირითადად ძველი ბათუმი შეირჩა ღონისძიებების ადგილად, სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სანახაობა მოეწყობა, გაცოცხლდება მე-19 საუკუნის ბათუმი, იქნება წარმოდგენები, არის სიურპრიზები”-განაცხადა ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორმა ჯონი საბაშვილი.

საღამოს პიაცაზე  გალა კონცერტი გაიმართება.