ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი სამშაბათს კორტს უბრუნდება. თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება ქართველი ჩოგბურთელის პირველი წრის მატჩი ტორონტოს „მასტერსზე“ ამერიკელი ჯენსონ ბრუქსბის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 97-ე ნომერია.
ბასილაშვილი და ბრუქსბი ერთხელ შეხვედრიან პროფესიულ ტურში – ეს მოხდა 2019 წელს აშშ-ის ღია პირველობის საწყის წრეში და ქართველმა სამ სეტში გაიმარჯვა – 3:6, 7:6(3), 7:5, 6:2.
კანადური „მასტერსი“ შარშან კორონავირუსის გამო არ ჩატარდა, 2019 წელს კი იქ ბასილაშვილმა წარმატებით ითამაშა – პირველ წრეში მოუგო სერბ დუშან ლაიოვიჩს, მეორეში – გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს, მერვედფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან – 5:7, 7:5, 6:7(5).
ბასილაშვილსა და ბრუქსბის შორის მოგებულს მეორე წრეში ელოდება ავსტრალიელი ალექს დე მინორი, რომელიც მე-12 ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია.