დღეს ბასილაშვილი „დელრეი ბიჩის“ ტურნირს იწყებს 
დღეს ბასილაშვილი „დელრეი ბიჩის“ ტურნირს იწყებს 

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ATP-ის მორიგ ტურნირში იღებს სტარტს. „დელრეი ბიჩში“ ქართველი პირველ წრეში შეხვდება ამერიკელ სტივ ჯონსონს, რომელიც 51-ე ადგილზეა მსოფლიო კლასიფიკაციაში.

აქამდე ბასილაშვილი და ჯონსონი ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – 2011 წელს, “ფიუჩერსის” ტურნირზე ამერიკელმა 6:0, 6:3 მოიგო.

გასულ კვირას, ბასილაშვილმა წარუმატებლად ითამაშა ნიუ იორკის ტურნირზე – პირველ წრეში წააგო ისრაელელ დუდი სელასთან. ამის შემდეგ, ნიკა კლასიფიკაციაში 61-ე ადგილიდან 77-მდე ჩამოქვეითდა.

ბასილაშვილისა და ჯონსონის მატჩი 21:30 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრაში გამარჯვებული მეორე წრეში კანადელ მილოშ რაონიჩსა და იაპონელ ტარო დანიელს შორის მოგებულს შეხვდება.