დღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება
დღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება

დღეს აფხაზეთის დღეა. 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2014 წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა.

თარიღთან დაკავშირებით, წინა წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდებოდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ეს დღე განსხვავებული ფორმატით აღინიშნება.

აფხაზეთის მთავრობა აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეორგოლს ავრცელებს.​