დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 100 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 100 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 100 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ.

ამასთან, დღეს, აჭარაში 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, აჭარაში კოვიდინფიცირების შემთხვევები ისევ გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით „კოვიდ-19“ 137 პირს დაუდგინდა.

ჯამში, აჭარაში უკვე რეგისტრირებულია 1 100-ზე მეტი ინფიცირებული პირი, მათგან 550 რეგიონის რვა კლინიკაში მკურნალობს, დანარჩენები კი კოვიდსასტუმროებში იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.