დღეს 23:00 საათიდან 17 აგვისტოს 09:00 საათამდე, თბილისის მერიის ცხელი ხაზი არ იმუშავებს
დღეს 23:00 საათიდან 17 აგვისტოს 09:00 საათამდე, თბილისის მერიის ცხელი ხაზი არ იმუშავებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს 23:00 საათიდან სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ამის შედეგად, 17 აგვისტოს 09:00 საათამდე ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

„ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.

თბილისის მერია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის“, – აცხადებენ მერიაში.