დღეს 23:00 საათიდან 16 ივნისის 23:00 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

16:55, 15.06.2021

დღეს, 15 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძლადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაობს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს 23:00 საათიდან 16 ივნისის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში – თემქის მესამე მიკრორაიონის კვარტლებს; ავჭალა 1-ში – გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის და ბრონშტეინის ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

მსგავსი