დღეს, 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება
დღეს, 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში  – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი შესვლა და გასვლა იკრძალება. შეზღუდვა ათი დღის განმავლობაში იმოქმედებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ნაბიჯით მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე მიმართოს.