დღეს, 20:00 საათიდან 25 აპრილის 08:00 საათამდე სამგორის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
დღეს, 20:00 საათიდან 25 აპრილის 08:00 საათამდე სამგორის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს სამგორის რაიონში, სოფელ ნასაგურში, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, – ინფორმაციას GWP ავრცელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანია წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამის, ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება.

GWP-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 24 აპრილის 20:00 საათიდან  25 აპრილის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეიზღუდება სამგორის რაიონში.

კერძოდ, წყალმომარაგება შეეზღუდება ლილოს დასახლების I და II მკ/რ რაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N1-8 , IV და V კვარტლებს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის) , არსენ მეკოკიშვილის ქუჩებს, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლებას, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, ლუდსახარშ „კასტელ ჯორჯიას“, სოფ. წინუბანსა და ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“ და მის მიმდებარე დასახლებებს, სოფელ დიდ ლილოს.

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.