რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

16:42, 24.01.2018

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს, 00:00-დან 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირი ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.

„სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი