დღეის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, 500-მდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

16:17, 28.08.2020

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 აგვისტოს მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 500-მდე ტონა, ძირითადად საადრეო ჯიშის ყურძენი.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 80-მდე კომპანია, რომელიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვება.

მსგავსი