დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, დღეისათვის კახეთის რეგიონში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 80 ათასი ტონა რქაწითელი, 36 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ამასთან, 14 ათასამდე მევენახემ ღვინის სხვადასხვა საწარმოს უკვე ჩააბარა მოსავალი.

როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ყურძნის დღეღამური გადამუშავება კვლავ 10-12 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის პიკურ ეტაპზე მიუთითებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 288 კომპანია. მათგან 172 უკვე ჩართული იყო რთველის პროცესში.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.