დღეიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა
დღეიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა

პირველი ივლისიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი დეინეკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“დაწერა.

„დღეიდან საზღვარზე ამოქმედდა მთავრობის გადაწყვეტილება რუსებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ. სავიზო რეჟიმი ასევე საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება. ამიერიდან რუსეთის თითოეულ მოქალაქეს მოუწევს, წინასწარ დაასაბუთოს უკრაინაში გამგზავრების მიზანი. თუმცა, მინდა, გავაფრთხილო რუსეთის მოქალაქეები: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიზას მიიღებთ, ნუ მოდუნდებით! ეს არ უზრუნველყოფს უკრაინაში დაუბრკოლებლივ შესვლას, რადგან ვიზის მფლობელები უნდა პასუხობდნენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის სხვა პირობებსაც. მესაზღვრეები მათ აუცილებლად შეამოწმებენ. დასაბუთებული საფუძველის არსებობის შემთხვევაში კი, ვიზა ადგილზევე გაუქმდება“, – წერს დეინეკო.