დღეიდან თბილისში ხეების დარგვა იწყება
დღეიდან თბილისში ხეების დარგვა იწყება

თბილისში სხვადასხვა ტერიტორიის გასამწვანებლად დასარგავი მერქნიანი მცენარეებისა და დეკორატიული მცენარეებისთვის თბილისის მერიამ 2018 წლის 6 ივნისს გამოცხადებული ტენდერით 5900 ძირი ბუჩქი შეისყიდა, აქედან 2 650 ერთეული დეკორატიული ხე და 1 260 ძირი სურო.

მცენარეების დარგვა დღეიდან დაიწყება და მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე დასრულდება.

ამ ეტაპზე თბილისში უკვე 1 032 ერთეული მცენარეა, 5 ნოემბრისთვის კი, თბილისში ყველა მცენარე იქნება. პროცესს მერის მოადგილე მაია ბითაძე და მერიის წარმომადგენლები გაეცნენ.

შესყიდული მცენარეები დაირგვება ქალაქ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე:

• სააკაძის მოედანი გზა გამყოფი კუნძულები;
• მირიან მეფისა და ჯ. ბალანჩინის ქუჩებთან არსებული შუა გამყოფ ზოლი და მიმდებარე თარგები (გუდვილის მიმდებარედ);
• ჭავჭავაძის გამზირზე არსებული თარგები;
• წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები;
• გმირთა მოედანზე არსებული გზა გამყოფი კუნძულები;
• ჯავახეთის ქუჩა;
• მარცხენა სანაპიროსა და აგლაძის ქუჩის კვეთაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე ტერიტორია;
• კუნძულები:
• ცაბაძისა და აკაკი წერეთლის ქუჩების კვეთაზე (დინამოს სტადიონის მიმდებარედ) არსებული კუნძული;
• ძმები ასათიანებისა და ბახტრიონის ქუჩის კვეთაზე არსბეული გზაგამყოფი კუნძულები;
• თამარაშვილის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი;
• პეკინის გამზ. (არქივის შენობის მიმდებარედ);