დღეიდან თბილისის მეტროს პირველ და მეორე ხაზებზე ვაგონების ახალი შემადგენლობა იმოძრავებს
დღეიდან თბილისის მეტროს პირველ და მეორე ხაზებზე ვაგონების ახალი შემადგენლობა იმოძრავებს

დღეიდან თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დამატებით ერთი ოთხვაგონიანი, ხოლო მეორე (საბურთალოს) ​ხაზზე სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს. ორ კვირაში ორივე ხაზს კიდევ თითო მოძრავი შემადგენლობა დაემატება.

ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და დამონტაჟდა კონდიცირების თანამედროვე სისტემა. კაბინები ასევე აღიჭურვა მართვის თანამედროვე პულტით, შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი.

ვაგონებში ასევე განთავსდა სპეციალური მონიტორები და განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები, რაც ითვალისწინებს მოძრავ შემადგენლობებს შორის უსაფრთხო ინტერვალის პრინციპს.

2019 წელს 27 ვაგონის მოდერნიზება იგეგმება.