დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, სხდომები ჩატარდება ყველა, 3 657 საარჩევნო უბანზე.

მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომიისის წევრები აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

როგორც ცესკო-ს პრესპიკერი აღნიშნავს, სხდომები ეპიდემიოლოგიური წესების სრული დაცვით გაიმართება. ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, აქტიურად დააკვირდნენ პირველ სხდომებს.

„დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომები გაიმართება. სხდომები ჩატარდება 3 657 საარჩევნო უბანზე. პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. საუბნო საარჩევნო კომიისის წევრები აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს. სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უფლება არ ვრცელდება ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ სუბიექტების წარმომადგენლებზე.

საუბნო საარჩევნო სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და აკრედიტებულ მედიაორგანიზაციებს. ყველა სხდომა გაიმართება პანდემიის წესების სრული დაცვით. უფლებამოსილი პირები საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიშვებიან ცესკო-ს მიერ დადგენილი ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით მათ შორის, პირბადის გამოყენებით, ხელების დეზინფექციისა და თერმოსკრინიგის გავლის შემდეგ. სხდომები ღიაა ყველა უფლებამოსილი პირისთვის. ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ მხარეებს აქტიურად დააკვირდნენ პირველ სხდომებს, რაც პროცესის გამჭირვალობას და სანდოობას უწყობს ხელს“, – განაცხადა მიქელაძემ.