დღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

07:17, 03.05.2021

დღეიდან 12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

ამასთან, მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება.

მსგავსი