დღეიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირება იწყება
დღეიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირება იწყება

დღეიდან, პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება იწყება.

ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 37 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში არის შესაძებელი. თემაზე ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებგვერდზე pti.ge. მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1484.

იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყების მფლობელობაში სულ 75 ათასი ავტომობილია. ამ დროისთვის, ტექინსპქეტირება იურიდიული და სახელმწიფო უწყებების კუთვნილმა 900-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. ერთი მსუბუქი ავტომობილის შემოწმება 60 ლარი ღირს, სატვირთოსი კი – 100 ლარი.

„2018 წლის პირველ ივლისს ამოქმედებული ეტაპი მოიცავს იურიდიულ და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ ინსპექტირებას. შემდეგი ეტაპი მოდის პირველ ოქტომბერს. ეს ეხება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელთა ძრავის მოცულობა შეადგენს ან აღემატება სამიათას კუბურ სანტიმეტრს და შემდეგ მთელ ავტოპარკზე 2019წელს ამოქმედდება“, – განუცხადა პირველ არხს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა.

ტექინსპექტირების ჩატარების მსურველებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში მისვლა ხვალიდან, ორშაბათიდან შეეძლებათ.