რუსთავში სამ ლოკაციაზე ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები მოეწყო
რუსთავში სამ ლოკაციაზე ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები მოეწყო

რუსთავში სამ ლოკაციაზე ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დაემატა. ადგილობრივ მოსახლეობას მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები ჭყონდიდელის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩაზე და XII-მიკრორაიონში 23-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოემსახურება.

მოქალაქეებს ამ ეტაპზე აცრა „სინოვაკისა“ და „ფაიზერისვაქცინებით შეეძლებათ.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველ დღე დილის 10:30 საათიდან საღამოს 18:00-მდე იმუშავებენ.

ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ აცრის პუნქტები პირადად მოინახულა. მისი თქმით, ვაქცინაციის დინამიკას ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში მოძრავი პუნქტები სხვა ლოკაციებზეც დაემატება.