დღეიდან პირბადის გამოყენება დახურულ და ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება
დღეიდან პირბადის გამოყენება დახურულ და ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება

დღეიდან პირბადის გამოყენება ღია სივრცეშიც ისევე სავალდებულო ხდება, როგორც დახურულ სივრცეში.

ამის შესახებ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, პირბადე არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან.

„ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ეფექტური საშუალება. მოდით, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე. ეს არის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვისი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, ღია სივრცეში პირბადის არგამოყენებაზე ფულადი ჯარიმა გავრცელდება.

დღეიდან მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან.