დღეიდან პარიზის თითქმის ყველა ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 კმ/სთ-ით შეიზღუდა
PARIS ( 01.09.2015 ) DEPUIS LA QUAI DES CELESTINS, UN RADAR AUTOMATIQUE PERMET DE CONTROLER LA VITESSE DES VEHICULES ROULANT SUR LA VOIE SUR BERGE DE LA RIVE DROITE LIMITE A 50 KM/H. PHOTO LE PARISIEN OLIVIER BOITET
დღეიდან პარიზის თითქმის ყველა ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 კმ/სთ-ით შეიზღუდა. ახალი შეზღუდვების შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ ივლისში გამოაცხადა.
ტრანსპორტის სიჩქარის შემცირების მიზანია საგზაო უსაფრთხოების გაზრდა, ავტომობილების შემცირება, ველოსიპედებისთვის მეტი სივრცის შექმნა, ხმაურის შემცირება და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა.
აქამდე საფრანგეთის დედაქალაქში დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 30 კილომეტრი საათში ქუჩების 60%-ზე იყო. დღეიდან აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ქალაქის ყველა ქუჩაზე, გარდა მთავარი წრიული გზებისა და ავტომაგისტრალებისა.
ინიციატივის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ახალი წესები პარიზში საცობებს გაზრდის, თუმცა საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ გადაწყვეტილება კვლევის საფუძველზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც, სიჩქარის შეზღუდვის ახალი წესების მომხრე პარიზელების 59% იყო.
„დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის შემცირება ასევე შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.