დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას განაახლებს.

ამის შესახებ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო.

მუნიციპალური ტრანსპორტი 3-დან 12 მაისის ჩათვლით არ მუშაობდა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმე დღეების დროს დაწესებული შეზღუდვები დღეიდან, 13 მაისიდან იხსნება.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

დატოვე კომენტარი