დღეიდან მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები იწყება
დღეიდან მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები იწყება

დღეიდან მასწავლებლობის მსურველთა საგამოცდო პროცესი დაიწყო. წელს საგნობრივი გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 000 ათასამდე პირს აქვს გავლილი.

მასწავლებლობის მსურველები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩააბარებენ.

საგამოცდო ცენტრები დედაქალაქის გარდა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავსა და თელავშია გახსნილი.

გამოცდებზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა ის რეკომენდაციაა დაცული, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 30 ივლისს დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციის პროცესს თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში გაეცნო.

„12 000 ათასამდე მსურველია დარეგისტრირებული. აპლიკანტებს სამუშაოდ აქვთ საკმაოდ ხანგრძლივი დრო – ხუთი საათი. უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც დაცული იყო აბიტურიენტების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია. მასწავლებლებს უშუალოდ მუშაობის პროცესში შეუძლიათ, მოიხსნან პირბადე.

მასწავლებლებთან ერთად დღეს ფიზიკასა და სახვით ხელოვნებაში აბიტურიენტებიც გაივლიან ტესტირებას. შევახსენებ ასევე სტუდენტებს, რომლებიც საგრანტო კონკურსისთვის ემზადებიან, რომ მათი ტესტირება იქნება შაბათს, 25 ივლისს“, – განაცხადა გორგოძემ.