დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

11:11, 22.06.2021

ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

ამასთან, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო.

 

მსგავსი