დღეიდან დანიაში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა უქმდება
დღეიდან დანიაში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა უქმდება

დანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გაუქმდება. მათ შორის დამცავი ნიღბების ტარება და გარკვეულ დაწესებულებებში შესასვლელად და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის ვალდებულება.

დანია ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველია, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების სრულად მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, დანიის სამეფოს მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებას ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული ადამიანების მაღალი პროცენტულობით ხსნის. 5,8 მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის 81 პროცენტი, დაახლოებით 4, 72 მილიონი მოქალაქე სრულად არის აცრილი.

მომდევნო ოთხი კვირის მანძილზე გარკვეული შეზღუდვები მხოლოდ ქვეყანაში შემსვლელთათვის იქნება ძალაში.