დღეიდან ბათუმში კორონავირუსზე მოქალაქეების უფასო ტესტირება მხოლოდ ქალაქის პირველ პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი

12:39, 29.09.2020

დღეიდან ბათუმში კორონავირუსზე მოქალაქეების უფასო ტესტირება მხოლოდ ქალაქის პირველ პოლიკლინიკაში 11:00-დან 14:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი მიზნობრივი ტესტირების რაოდენობის გაზრდაა, მოქალაქეები კი, რომლებსაც გარკვეული საეჭვო კონტაქტები აქვთ, უნდა დარჩნენ თვითიზოლაციაში.

„მინდა, მოქალაქეებს ვთხოვო, ძალიან გაგებით მოეკიდონ. ტესტირების ჩატარებას უნდა ჰქონდეს მიზნობრივი დატვრითვა. აუცილებელია, ტესტირებას იტარებდეს ინფიცირებულის ახლო კონტაქტი, მაგრამ ის უნდა იყოს იზოლაციაში. დღევანდელი უარყოფითი პასუხი არ არის გარანტია, რომ ხუთი დღის მერეც უარყოფითი პასუხი იქნება. თუ ადამიანს არ ეწყება სიმპტომები, ის უბრალოდ უნდა იყოს იზოლაციაში“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მსგავსი