26-29 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

12:14, 26.08.2019

26-29 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 26 და 28-29 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27 აგვისტოს დღისით გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.

მსგავსი