დევნილთა ყოველთვიური დახმარება ვადაზე ადრე ჩაირიცხება
დევნილთა ყოველთვიური დახმარება ვადაზე ადრე ჩაირიცხება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, დევნილთა ყოველთვიური დახმარება მიმდინარე თვეში ვადაზე ადრე, დღეს, 16 აპრილს ჩაირიცხება.

„სააგენტო თხოვნით მიმართავს იძულებით გადაადგილებულ პირებს, შეასრულონ არსებული რეკომენდაციები, რათა დავიცვათ საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა“, – ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციაში.