დევნილთა სამინისტრო დევნილ ოჯახებს იპოთეკური სესხის დაფარვაში დაეხმარება
დევნილთა სამინისტრო დევნილ ოჯახებს იპოთეკური სესხის დაფარვაში დაეხმარება

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი, ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საკუთრებას,- ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

„იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, დევნილთა და განსახლების სამინისტრო სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. განცხადების მიღება 10 იანვარს დაიწყო და 12 თებერვლამდე გაგრძელდება.

ამიტომ სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დევნილებს, გააქტიურდნენ და შეავსონ განაცხადები. პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება“,- განაცხადა რეხვიაშვილმა.

 

ავტორი: ვაკო ორმოცაძე

დატოვე კომენტარი