დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1 335 ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1 335 ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 6 თვის ვადაში თავად შეარჩევენ. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით ხორციელდება და 2023 წელს სააგენტომ სოფლად სახლი 1300-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა.

2025 წლის ბოლომდე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.