„დევნილები უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ“ – ამ ლოზუნგით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ომიდან 32 წლის შემდეგაც დევნილთა უდიდესი ნაწილი კვლავ საერთო საცხოვრებლებში იმყოფება და ბინების გადაცემა ძალიან ნელა, მათივე თქმით, ხშირ შემთხვევაში გაუმჭვირვალე პროცესით მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოჩამჩირედან დევნილ ზამირ კვეკვესკირს, რომელმაც 27 იანვარს დევნილთა სააგენტოს წინ სხეულზე მძიმე თვითდაზიანება მიიყენა და სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.