დევნილთა სააგენტოში ფუნქციონირებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი იწყებს
დევნილთა სააგენტოში ფუნქციონირებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი იწყებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ფუნქციონირებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი იწყებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძე ინტეგრაციის ცენტრის მუშაობას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლესთან ერთად გაეცნო.

ცენტრში საერთაშორისო დაცვის მქონე პირები შეისწავლიან ქართულ ენას, გაეცნობიან მოქმედი კანონმდებლობის საბაზისო პრინციპებს, ქვეყნის მოკლე ისტორიასა და კულტურულ თავისებურებებს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემდგომი ინტეგრაციის პროცესს.

ამასთან, საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირებს იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებაც გაუწევენ კონსულტაციებს, რომლებსაც მათ საქართველო ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლებისა და დასაქმების მიმართულებით სთავაზობს.

ინტეგრაციის ცენტრის არსებობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომელიც წარმატებით შესრულდა. ცენტრი 2017 წელს გაიხსნა, 2020 წლიდან კი მის მუშაობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უზრუნველყოფს.