დევნილთა სააგენტოს დირექტორმა დევნილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა დევნილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, აფხაზეთიდან დევნილ ხუტა შარანგიას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

ბესარიონ სიმონიშვილმა 95 წლის ხუტა შარანგიას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლისთავთან დაკავშირებით ამანათი გადასცა.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHСR) საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურ ამანათს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა დევნილი მიიღებს.

დატოვე კომენტარი