დევნილთა სააგენტოს დირექტორი ხაშურში დევნილ ოჯახებს შეხვდა
დევნილთა სააგენტოს დირექტორი ხაშურში დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სააგენტოს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები მოისმინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ 30 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უახლოეს მომავალში გადაეცემა. დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მიმდინარე წელს, ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.