დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა
დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა.

სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარება საკუთარი საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში.

„ჩვენს მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. არაერთი წარმატებული მაგალითი გვაქვს, როცა ჩვენი დაფინანსებული დევნილები და ეკომიგრანტები უკვე თავად ხდებიან დამსაქმებლები“, – აღნიშნა ბესარიონ სიმონიშვილმა.

როგორც დევნილთა სააგენტოში აღნიშნავენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში სააგენტომ, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ჯამში 1 000-ზე მეტი დევნილი და ეკომიგრანტი უკვე დააფინანსა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.