დევნილთა სააგენტო - ვეტერან დევნილთა განსახლების საკითხზე კომისიამ მუშაობა დაიწყო
დევნილთა სააგენტო - ვეტერან დევნილთა განსახლების საკითხზე კომისიამ მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დევნილ ვეტერანთა ოჯახების განსახლების მიზნით მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

„ამ ეტაპზე, კომისია თბილისში რეგისტრირებული ვეტერანი დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს. ოჯახების სია, რომლებსაც დევნილთა სააგენტო სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს ორი კვირის ვადაში გამოქვეყნდება. ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გათვალისწინებით, სააგენტო დევნილი ვეტერანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროექტს ახორციელებს“,- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.