დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თბილისში კიდევ 300 ბინას შეისყიდის
დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თბილისში კიდევ 300 ბინას შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 300 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 4 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა) უნდა წარადგინონ.

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია დევნილთა სააგენტოს საიტზე.