დევნილთა სააგენტო აქვეყნებს დევნილი ოჯახების სიას, რომლებსაც სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა სააგენტო აქვეყნებს დევნილი ოჯახების სიას, რომლებსაც სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 570 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

„იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, 5 000 დევნილი ოჯახი განსახლდება.

„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ“, – აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის.

დატოვე კომენტარი