დევნილებისთვის სახლების შესაძენად წელს დამატებით 45 მილიონი ლარი გამოიყოფა

14:08, 05.12.2018

დევნილებისთვის სახლების შესაძენად წელს დამატებით 45 მილიონი ლარი გამოიყოფა. შესაბამისი ცვლილება 2018 წლის ბიუჯეტში შედის.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დამატებითი დაფინანსებით 500-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.

დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე წელს 82.6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. თანხის დამატებით, ამ მიმართულებით ბიუჯეტი წელს 127.6 მილიონ ლარს აღწევს.

მსგავსი