დევიზ დარჯანიას სახელობის თასი - სავსე ტრიბუნები სოფლების ტურნირზე
დევიზ დარჯანიას სახელობის თასი - სავსე ტრიბუნები სოფლების ტურნირზე

მარტვილში დასრულდა დევიზ დარჯანიას სახელობის თასის 2019 წლის გათამაშება. აღნიშნული ტურნირი მარტვილში ტრადიციულად იმართება და მუნიციპალიტრეტში შემავალი სოფლის გუნდები მონაწილეობენ.

2019 წლის გათამაშება ივლისში დაიწყო, მთვარი პრიზისთვის კი 18 გუნდი იბრძოდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სოფლების, ქვემო ნაგვაზაოსა და ტალერის გუნდები დაუპირისპირდნენ. ქვედა ნაგვაზაოს გუნდმა დამაჯერებელად, ანგარიშით 6:1 გაიმარჯვა და თასის მფლობელი გახდა.

„ფეხბურთი სამეგრელოში განსაკუთრებულად უყვართ. ეს არის სოფლებს შორის ჩემპიონატის მატჩი, სადაც 600 ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. ფეხბურთი ნომერ პირველი სახეობაა მსოფლიოში და საქართველოშიც“, – წერია მარტვილის საფეხბურთო სკოლის გვერდზე.