საქართველოს ეროვნული საჩოგბურთო ნაკრები ხვალ დევისის თასზე ესტონეთს დაუპირისპირდება. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ პირველ მატჩს საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვლადიმირ ივანოვთან ჩაატარებს. შემდგომ კი ალექსანდრე მეტრეველისა და კრისტიან ტამის შეხვედრა შედგება.
წყვილთა თანრიგში გიორგი ცივაძე და ზურა ტყემალაძე მატიას სიმარსა და ვლადიმირ ივანოვს დაუპირისპირდებიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი დევისის თასის მატჩებს 10:45 საათიდან პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.