დევისის თასზე არგენტინის ნაკრების კაპიტანს კარანტინის დარღვევისთვის პატიმრობა ემუქრება
დევისის თასზე არგენტინის ნაკრების კაპიტანს კარანტინის დარღვევისთვის პატიმრობა ემუქრება

ჩოგბურთში არგენტინის ნაკრების კაპიტანს გასტონ გაუდიოს სერიოზული პრობლემები შეექმნა კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინის დარღვევისთვის. კერძოდ, ყოფილ ჩოგბურთელს პატიმრობა ემუქრება, – წერს ავტორიტეტული გაზეთი „კლარინი“.

წყაროს ცნობით, არგენტინელი პროდუსერ სებასტიან ორტეგასთან ერთად, კვირას ბუენოს აირესში დააკავეს. მათ ვერ ახსნეს ქუჩაში ყოფნის მიზეზი. ამიტომაც, ბრალი წაეყენათ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც იზოლაციის დამრღვევებისთვის გამოიყენება.

საქმე უკვე გადაეცა სასამართლოს. დევისის თასზე არგენტინის ნაკრების კაპიტანს ექვსი თვიდან ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გასტონ გაუდიო 2004 წლის როლან გაროსის ჩემპიონია.

დატოვე კომენტარი