დევისის თასი | საქართველოსა და მექსიკის ნაკრებების შეხვედრაში ანგარიში გათანაბრდა - გადამწყვეტ შეხვედრაში ბაკში ფიეროს დაუპირისპირდება #1TVSPORT
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მსოფლიოს II ჯგუფში მექსიკის გუნდს მასპინძლობს.
მეორე საშეჯიბრო დღეს წყვილთა თანრიგში ალექსანდრე ბაკშისა და ზურაბ ტყემალაძის წყვილმა სამ სეტში (6:1, 1:6, 6:3) პაჩეკო მენდეზისა და რეიეს ვარელას წყვილი დაამარცხა, ხოლო ერთეულთა თანრიგში საბა ფურცელაძე პაჩეკო მენდესთან დამარცხდა და ანგარიში 2:2 გახდა.
დღეს დევისის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკში რუბიო ფიეროს დაუპირისპირდება.
დევისის თასის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი გთავაზობთ.