დევინ ჰენი - თეთრკანიან მოკრივესთან არასოდეს დავმარცხდები
დევინ ჰენი - თეთრკანიან მოკრივესთან არასოდეს დავმარცხდები

კრივის ამომავალი ვარსკვლავი დევინ ჰენი ჯერჯერობით რინგზე დაუმარცხებელი არის. მას 24 ბრძოლა აქვს გამართული. ის არის ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა მოკრივე, რომელმაც WBC ვერსიით მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა. ამის მიუხედავად, სპორტსმენის უკანასკნელმა სიტყვებმა შესაძლოა მის პოპულარობას საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენოს.

ერთ-ერთი გულშემატკივარის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელიც ვასილი ლომაჩენკოსთან შესაძლო დაპირისპირებას ეხებოდა, ჰენიმ ასე უპასუხა

„მე არასოდეს წავაგებ თეთრკანიან მოკრივესთან. მე არ მაინტერესებს ამაზე რას იტყვის ხალხი“.

ორ გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვასილი ლომაჩენკომ უკანასკნელი ბრძოლა აგვისტოში ლონდოში ლუკ კემპბელთან გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.