დევიდ ქემერონი ისრაელს მოუწოდებს, არ მიმართოს საპასუხო ზომებს ირანის თავდასხმის შემდეგ
დევიდ ქემერონი ისრაელს მოუწოდებს, არ მიმართოს საპასუხო ზომებს ირანის თავდასხმის შემდეგ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი დევიდ ქემერონი ისრაელს მოუწოდებს, არ მიმართოს საპასუხო ზომებს ირანის თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ ქემერონმა „ბიბისის“ განუცხადა.

„ვფიქრობ, ისინი სავსებით სამართლიანად ფიქრობენ, რომ უნდა უპასუხონ, რადგან მათ თავს დაესხნენ, თუმცა ჩვენ მოვუწოდებთ მათ, როგორც მეგობრებს, იფიქრონ არა მხოლოდ გულით, არამედ გონებითაც, რომ იყვნენ ჭკვიანები და, ამავე დროს, მკაცრები“, – განაცხადა ქემერონმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის თქმით, ისრაელს მოუწოდებს, არ მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში.

„მრავალი კუთხით, ეს იყო ორმაგი მარცხი ირანისთვის. თავდასხმა იყოს თითქმის სრული ჩავარდნა და მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ისინი რეგიონში მავნე გავლენას ახდენენ. ასე რომ, იმედი გვაქვს, საპასუხო რეაგირება არ იქნება“, – განაცხადა დევიდ ქემერონმა.

დევიდ ქემერონის თქმით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან იმუშავებს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად.

13 აპრილის ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი ძირითადი ნაწილი ისრაელმა აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის დახმარებით ჩამოაგდო.