დევიდ ქემერონი – „ჰუსიტების“ თავდასხმები უნდა შეწყდეს, მათი უგუნური ქმედებები უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

15:46, 04.02.2024

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ „ჰუსიტების“ თავდასხმები წითელ ზღვაში უნდა შეწყდეს. ამის შესახებ ქემერონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა „ჰუსიტების“ სამხედრო სამიზნეებზე მორიგი დარტყმები განახორციელეს. მათი უგუნური ქმედებები უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ემუქრება საზღვაო მიმოსვლის თავისუფლებას და რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს. „ჰუსიტების“ თავდასხმები უნდა შეწყდეს“, – წერს დევიდ ქემერონი.

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს იემენში 13 ადგილას, 36 სამიზნეზე.

ეს არის აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშების მესამე სერია წითელ ზღვაში ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.

მსგავსი