დევიდ ქემერონი - ჩვენ თუ გვინდა, ავიცილოთ ომის გავრცელება მთელ ევროპაში, მაშინ თავიდან უნდა ავიცილოთ პირდაპირი სამხედრო შეტაკება რუსეთსა და ნატო-ს შორის
დევიდ ქემერონი - ჩვენ თუ გვინდა, ავიცილოთ ომის გავრცელება მთელ ევროპაში, მაშინ თავიდან უნდა ავიცილოთ პირდაპირი სამხედრო შეტაკება რუსეთსა და ნატო-ს შორის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, უკრაინისთვის რუსული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დახმარება იქნება კონფლიქტის სახიფათო ესკალაცია.

„ჩვენ თუ გვინდა, ავიცილოთ ომის გავრცელება მთელ ევროპაში, მაშინ, ვფიქრობ, რომ თავიდან უნდა ავიცილოთ პირდაპირი სამხედრო შეტაკება რუსეთსა და ნატო-ს შორის“, – განაცხადა დევიდ ქემერონმა ბრიტანულ რადიო LBC-სთან ინტერვიუში.

ამასთან, ქემერონმა ისაუბრა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა უფრო მეტი გააკეთა ამ კუთხით, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ.

„ჩვენ ვავარჯიშეთ 60 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მათ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მივეცით, ასევე შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და ტანკები“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.